26 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება - 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩა ცალმხრივად ჩაიკეტება

თბილისში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება - 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩა ცალმხრივად ჩაიკეტება და ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით შეეძლებათ.

1600-მეტრიან მონაკვეთზე პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება, მათ შორის ასფალტის ქვეშ მოექცევა გაზმომარაგების მილები და ელექტროკაბელები.

რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დაგეგმილია ახალი განათებების დამონტაჟებაც. ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს გამწვანების სამუშაოებიც და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდეს შშმ პირებისთვის.

გზისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტს 17 მილიონი ლარი დაუჯდება და ნოემბრის თვემდე გაგრძელდება.

დღის ამბები