უკრაინა, კერძოდ კი ხარკოვის ოლქი, შესაძლოა ქიმიური კატასტროფის წინაშეც აღმოჩნდეს.
საოკუპაციო ძალებმა ქალაქთან მდებარე ამიაკის მილსადენი დაბომბეს, რამაც ჰაერში დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერების გაფრქვევა გამოიწვია.
ხარკოვის გუბერნატორის მტკიცებით მილსადენს 6 რუსული ჭურვი მოხვდა. სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არ არის გამორიცხული ამიაკის გაფრქვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
ამიაკი საფრთხის მიხედვით მე-4 კატეგორიის ტოქსიკურ ნივთიერებას განეკუთვნება და მისი შესუნთქვის შემთხვევაში ადამიანს სასუნთქი გზები ეკეტება. ის ასევე იწვევს ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებას.