26 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"ლელოს" დაანონსებული ოპოზიციური ერთობის კონფიგურაციის მიღმა დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა"- დათმობს თუ არა ენმ პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსს 

2024 წლის არჩევნებისთვის "ლელო" ოპოზიციური ერთობის კონფიგურაციაზე მუშაობას აანონსებს. ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე ჯერ მხოლოდ იდეა არსებობს, თუმცა დანამდვილებით იციან, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე "ნაციონალურ მოძრაობის" ადგილი არ არის. ყოფილ მმართველ პარტიასთან რაიმე ფორმით გაერთიანება "ლელოსთვის" არასწორი ტაქტიკაა.

ოპოზიციის მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" წარმატებაზე უარს ნიშნავს. ამბობენ, რომ პოლიტიკურ სპექტრში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს არ დათმობენ.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" წინ საარჩევნოდ ყველანაირ ურთიერთობას გამორიცხავენ ისინიც, ვისაც ამ პარტიასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ხატია დეკანოიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობა პარტიებისთვის ელექტორალურად დამაზიანებელი იქნება და  საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვას გამოიწვევს.

2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლის მომხრეები არიან დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებშიც. მათთვის პოლიტიკურად მისაღები არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ლელოს" წინადადებაა. ერთადერთი პარტია, რომელიც წარმატებას "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ვერ ხედავს "სტრატეგია აღმაშენებელია".

ოპოზიციის დამოკიდებულებას რეპუტაციული ზიანის მიღების შიშით ხსნიან "ქართული ოცნებაში". მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ არც გაერთიანების და არც დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში ოპოზიციას არჩევნებში წარმატების რესურსი არ აქვს.

ვინ ითანამშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ?! ლევან ხაბეიშვილმა კოლეგებს უკვე მიმართა, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილის ფაქტორია.

დღის ამბები