26 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ჩემი აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ, თუმცა საკვანძოდ მნიშვენლოვანია, კარგად გამოიყენოთ ეს პერიოდი 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით-პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიესალმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ახლა ევროინტეგრაციის გზაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზეა, რა დროსაც უმნიშვნელოვანესია ინტენსიური დიალოგი ევროკავშირის ლიდერებთან, იმისთვის, რომ წლის ბოლოს 27-ვე სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თავად ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა გონივრულად გამოიყენოს წლის ბოლომდე დარჩენილი ვადა.

"მოგეხსენებათ, ამ მომენტში ევროკომისია საქართველოს შემთხვევაში პირველად ამზადებს გაფართოვების ანგარიშს. ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება და რეკომენდაციებსაც იგულისხმებს, უკვე შემდეგ კი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები წლის ბოლოს უმაღლეს დონეზე შეხვდებიან და გადაწყვეტენ, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები საქართველოს აპლიკაციასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ, თუმცა საკვანძოდ მნიშვენლოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილ დროში პროგრესი მიიღწეს, კარგად გამოიყენოთ ეს პერიოდი 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით,"-აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები