შშმ პირების მიამრთ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბათუმში, 1 პირია დაკავებული.
სკანდალურ საქმეზე არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან საქმეში ბევრი ფიგურანტია. შსს-მ გამოძიება 2 დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის მთავარ პროკურატურას შშმ ქალთა ალიანსის წარმომადგენლებმა მიმართეს.
ცნობისთვის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, კადრების გადაღება და პორნოგრაფიული მასალის დახურულ ჯგუფებში გაზიარება - ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ ცნობილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გახდა. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიმართა პოლიციას. უკვე გამოკითხეს უფლებადამცველები. როგორც ირკვევა, მოძალადეების ჯგუფი არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს იწერდა, შემდეგ კი ვიდეოებს ერთმანეთს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ. ამ შინაარსის 27 ვიდეო აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში.