"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 50-მდე ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება.
"წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყებენ, ბაგრატიონის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ და 35 წერტილზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივნისის 14:00 საათიდან 8 ივნისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, რობაქიძის, ბაქრაძის, ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, დიღმის მასივის II კვარტლის ნაწილს. ტრანსპორტის, ჩალაძის, სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბორჯომის, ცემის, ფოთის, მირცხულავას, კოსმონავტების, კერესელიძის და მაიაკოვსკის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს კომპანია.