26 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
საინტერესოა, ელენე ხოშტარია მის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს თუ უხდის რაიმე თანხას, თავისი მიღებული ჰონორარებიდან - სეფაშვილი

"ჩვენ მოწმე გავხდით ელენე ხოშტარიას მიერ ორგანიზებული აქციის, რომელიც მიეძღვნა საქართველოში სტუმრად ჩამოსული ადამიანების ქორწილის ჩაშლას, იმ მოტივით, რომ იქ იმყოფებოდა ლავროვის ქალიშვილი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ტელეკომპანია „აჭარის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა ის, რომ ამ აქციიდან ძალიან მოკლე დროში ხოშტარიას საკმაოდ სოლიდური თანხა ჩერიცხა რუსეთიდან.

„ელენე ხოშტარიას მამის არგუმენტები გასაგებია - ეს თავის მართლებაა. მეორე მხრივ, შევხედოთ ძალიან საეჭვო დამთხვევებს დროში, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც (დროის ძალიან მცირე ინტერვალში) მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. ჩვენ მოწმე გავხდით ელენე ხოშტარიას მიერ ორგანიზებული აქციის, რომელიც მიეძღვნა საქართველოში სტუმრად ჩამოსული ადამიანების ქორწილის ჩაშლას, იმ მოტივით, რომ იქ იმყოფებოდა ლავროვის ქალიშვილი (ერთ-ერთი სტუმარი იყო). მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო მოტივი მისი არა-რუსული ისტერიული კამპანიის. უცებ, საეჭვოდ მოკლე დროში მას ჩაერიცხა დაახლოებით 70 ათასი დოლარი. მე ეს ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია. ალბათ ხალხიც, საზოგადოებაც ამას შესაბამისად განსჯის, თუმცა საინტერესო იქნება კითხვები დავუსვათ მის იმ მომხრეებს, რომლებიც მასთან ერთად ამ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. ზოგი შეიძლება მართლა გულწრფელად იყო თავდაჯერებული, რომ ქართულ საქმეს აკეთებდა. ძალიან საინტერესოა, მათ თუ უხდის ელენე ხოშტარია რაიმე თანხას, თავისი მიღებული ჰონორარებიდან“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები