26 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, რომელთაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, მეტი ძალისხმევით ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად - შალვა პაპუაშვილი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე

რუსეთის საოუპაციო ძალების მიერ, უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

პაპუაშვილის შეფასებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს როგორც რეგიონზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

"დნეპროზე კახოვკა ჰესის კაშხლის განადგურება, კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს როგორც რეგიონზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, რომელთაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, მეტი ძალისხმევით ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები