26 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
უკრაინაში შეჭრა NATO-ს გაფართოებამ განაპირობა - აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი

NATO-ს გაფართოებამ უკრაინაში შეჭრა განაპირობა - აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვივეკ რამასვამმა გააკეთა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის "რესპუბლიკური პარტიიდან" ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელეს.

ახალგაზრდა მულტიმილიონერმა Politico-ს განუცხადა, რომ NATO-ს გაფართოება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა.

"მე ვიცი, რომ თქვენ არ უნდა თქვათ ეს, მაგრამ ეს ფაქტია" - აცხადებს რამასვამი.

მან მაგალითად მოიყვანა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა, როცა ალიანსის სამიტის შემდეგ ითქვა, რომ ქვეყანა საბოლოოდ გახდებოდა NATO-ს წევრი.

რამასვამი "პოლიტიკოს" ჟურნალისტს მას შემდეგ ესაუბრა, რაც მან ABC News-ს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაასრულოს რუსეთთან ბრძოლა "მნიშვნელოვანი დათმობებით".

დღის ამბები