26 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ორმაგი სტანდარტია, 2012 წლამდე ხოშტარია მიესალმებოდა რუსი ტურისტების შემოსვლას, ახლა კი იძახის, რომ ეს დამაზიანებელია ევროინტეგრაციის გზაზე, პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ - კახა კალაძე

ორმაგი სტანდარტი და ხოშტარიას ნამდვილი სახე - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, ელენე ხოშტარიას მიერ რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ მილიონობით რუბლს.

კახა კალაძის თქმით, 2012 წლამდე ხოშტარია იყო ის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყანაში რუსი ტურისტების და ინვესტორების შემოდინებას. 

"ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ჩვენ ვისმენდით ამ ადამიანის განცხადებებს, 2012 წლამდე, როგორ მოუწოდებდა და მიესალმებოდა თუნდაც რუსი ტურისტების შემოსვლას, რუსული ბიზნესის შემოსვლას.

თუმცა დღეს გამოირჩევა მოწოდებებით, რომ ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ევროინტეგრაციისთვის, პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ამ ადამიანების ნამდვილი სახე," - აცხადებს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

დღის ამბები