26 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"ხოშტარიას დუმილი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანზაქციებით მას უფასდება ის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელსაც საქართველოში აკეთებს" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, არადამაჯერებელია ის არგუმენტები, რაც ელენე ხოშტარიას რუსული ფულის ჩარიცხვასთან დაკავშირებით აქვთ. 

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას დუმილი ამ საკითხის ირგვლივ ნიშნავს, რომ ამ ტრანზაქციებით, "მას უფასდება ის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელსაც საქართველოში აკეთებს".

"როდესაც ამ ადამიანს ერიცხება მილიონობით რუსული რუბლი და არ აკეთებს არანაირ კომენტარს, ეს ფაქტობრივად არის აღიარება, რომ ამ ტრანზაქციებით მას უფასდება ის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელსაც საქართველოში აკეთებს და თითქოს, ის ამას ფუთავს, რომ ეს არის ანტირუსული პროპაგანდა და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პირიქით, რუსეთის ინტერესებში არის ყველაფერი რასაც აკეთებს, ანუ ეს ექსტრემისტული პოლიტიკოსის ნიშა რომ დაიკავოს და ამაზე განცხადების არ გაკეთება კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა არის, ვიდრე ამ თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები