26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
ქუთაისში მცხოვრებ 480 დევნილს დღეს ბინები გადაეცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქუთაისში 480 დევნილი მიიღებს ბინას.

"დღეს 480 დევნილი მიიღებს ბინას. დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა და ჯამში 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში.

ჯამში ბოლო 10 წელიწადში ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს. აქედან 7000 იქნება ბინა, 6000 კი სახლი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები