შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შშმ პირებზე სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.
ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საქმეზე რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა და გამოკითხვები გრძელდება.
ცნობისთვის, "შშმ ქალთა ალიანსმა" პროკურატურას მიმართა და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
საუბარია 7-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი, შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.