26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას - ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან დაგეგმილ შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცთან დაგეგმილ შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.

"გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ასევე, ომის გავლენებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას გვეხება. ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ეს უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.

ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი. შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით. მინდა მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან ის ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები