26 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის აფეთქებას გამოეხმაურა

"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს," - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა.

"საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, "ნოვა კახოვკას" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას," - წერს ქვეყნის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ხერსონში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ტერიტორიის დატბორვის საშიშროების გამო დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

დღის ამბები