26 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან - ვადანტ პატელი თბილისში, 2 ივნისის აქციაზე დაკავებულთა შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, თბილისში, 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.

მისი თქმით, სრულად იზიარებს განცხადებას, რაც ამ საკითხზე საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

"ყურადღებით ვაკვირდებით 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილე ვედანტ პატელი.

დღის ამბები