დოკუმენტების გაყალბება ჯგუფურად - ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა 5 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს ყალბი აქტივი, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად კი სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში 83 981 ლარის ოდენობის ზიანი.
დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.