"მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ბახმუტის ირგვლივ მებრძოლ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე წარმატების შესახებ განაცხადეს.
"მადლობელი ვარ ჩვენი თითოეული მეომრის, ყველა ჩვენი დამცველის, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს ის სიახლე, რასაც ყველა ველოდით ბახმუტის მიმართულებით. ყოჩაღ მეომრებო. ვხედავთ, როგორ ისტერიულად აღიქვამს რუსეთი ჩვენს თითოეულ ნაბიჯს იქ, ჩვენს მიერ დაკავებულ ყველა პოზიციას. მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ისინი ამას ხედავენ. ისინი ამას გრძნობენ თქვენი დარტყმების წყალობით. მადლობა ამისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.