უკრაინაში სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ყველა სამიზნე ჩამოგდებულია.
რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით დაბომბა ნიკოპოლის რეგიონი დნიპროპეტროვსკის ოლქში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. დაიღუპა 1 ქალი, არიან დაშავებულებიც.
27-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 დასახლება, დაფიქსირდა 94 აფეთქება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეროვნულ არმიას წარმატება აქვს ბახმუტის მიმართულებით და იკავებს დომინანტ პოზიციებს.
უკრაინის მხარეს მებრძოლი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" იუწყება, რომ სრულად აკონტროლებს სოფელ ნოვაია ტავოლ-ჟანკას. ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, რომელიც ოპერატიულ ჯგუფ "ბელგოროდს" ხელმძღვანელობდა.