26 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეების სიას ხვიჩა კვარაცხელიას სახელი შეემატა

სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეების შთამბეჭდავ სიას, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სახელი და გვარი შეემატა. პირველად იტალიის და ქართული სპორტის ისტორიაში, სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. მანანდე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს ისყვენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდო, პაოლო დიბალა, რომელუ ლუკაკუ, რაფაელ ლეაო.

ნაპოლის ქართველ ვარსკვლავს სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი სამპდორიასთან ბოლო ტურის მატჩის წინ გადასცეს.
კვარაცხელიამ სერია A-ს 33 მატჩში - 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების შემდეგ, დიეგო მარადონას სტადიონზე სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრა ჩატარდა, რის დასრულებისთანავე კიდევ ერთი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ამჯერად, სერია A-ს ხელმძღვანელებმა "ნაპოლის" კუთვნილი ოქროს მედლები და სერია A-ს თასი გადასცეს.

საკლუბო სეზონი დასრულებულია, ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში ბრუნდება, 22 წლის ფეხბურთელი წარმატების მიღებას ამჯერად სანაკრებო დონეზე შეეცდება.

საქართელოს ეროვნული ნაკრები 17 და 20 ივნისს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. 21 ივნისიდან კი საქართველოში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ჩვენი გუნდი "ა" ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 

 

 

 

 

 

დღის ამბები