"ისთ ფოინთის" ადმინისტრაცია, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, ამოქმედდა უსაფრთხოების შესაბამისი ინსტრუქცია და ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები.
"ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.