26 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა, ამის მთავარი განმაპირობებელია მშვიდობიანი პერიოდი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა მაღალი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აპრილში საქართველოს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში დადებითია.

"აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორში ბრუნვა პირველ კვარტალში საკმაოდ გაზრდილია. ფაქტები მინდა მოვიყვანო, 15%-ით არის დაახლოებით გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში და შეადგინა 44 მლრდ ლარი, რაც რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხობს იმას, რაც გითხარით და პირდაპირ არის ასახული ყველაფერზე.

ასევე, გამოშვების ზრდაში ზოგადად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები