უკრაინა არ დაესწრება ნატოს სამიტს გაწევრიანების შესახებ "სიგნალის" გარეშე - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა "ვოლ სტრით ჯორნალთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუკი არ იქნება მკაფიო სიგნალი ნატოს მხრიდან, ვილნიუსში უკრაინის სამიტზე ყოფნას აზრი არ ექნება.
გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ კიევი ინტენსიურად ლობირებს ნატოს წევრ ქვეყნებს, რათა მიიღონ მტკიცე დაპირება, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდეს თავდაცვის ალიანსს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინს უნდა ეშინოდეს მსოფლიოს სიძლიერის. ზელენსკიმ პუტინი კუთხეში მიმწყვდეულ ცხოველსაც შეადარა, რომელსაც სიცოცხლის დაკარგვის ეშინია.