ხარკოვის ოლქზე ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 2 ადამიანი.
ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 დასახლება 22-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 100-ზე მეტი აფეთქება; დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა შაჰიდის 8 დრონიდან 6-ი, ასევე რუსეთის მიერ გაშვებული 6 ფრთოსანი რაკეტიდან 4 ჩამოაგდეს.
ახალი შეტაკებებია უკრაინის საზღვართან, რუსეთის ბელგოროდის ოლქში. პარალელურად, კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლები "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს და ისინი კიევს გადასცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც - მათივე მტკიცებით, ბელგოროდის გუბერნატორი პატიმართა გაცვლის თაობაზე დანიშნულ მოლაპარაკებებზე არ გამოცხადდა. რამდენი რუსი ჯარისკაცია ტყვედ აყვანილი, არ კონკრეტდება.