ხელვაჩაურში, ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი, სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 2 ივნისს ხელვაჩაურში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.