26 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ვენაში "ოპეკ პლიუსის" ქვეყნების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს

ვენაში "ოპეკ პლიუსის" ქვეყნების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. "ევრონიუსის" ცნობით, შეხვედრაზე ნავთობის წარმოების სტრატეგია განიხილება.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია, ნავთობის დღიური წარმოების მოცულობა ერთი მილიონი ბარელით შემცირდეს.

აპრილში "ოპეკ პლიუსის" 23-მა ქვეყანამ, ნავთობის ფასის დასასტაბილურებლად, წარმოების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნავთობის ფასები დაახლოებით ერთი წელია ეცემა.

დღის ამბები