საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა ,– ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სამართალდამცავებმა პირეუსის პორტში ორი საეჭვო კონტეინერი ამოიღეს, სადაც 161 კილოგრამი წონის კოკაინი აღმოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, კონტეინერები ლათინური ამერიკიდან იყო გამოგზავნილი. საქმეზე 14 ადამიანია დაკავებული.