თბილისის სპორტის სასახლეში, რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მეორე დღე მიმდინარეობს.
ტურნირზე, პირველად იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა, რომელთა ასაკი 14-18 წელია. დღევანდელი საშეჯიბრო დისციპლინა მსოფლიო თასის ძირითადი ეტაპის შეხვედრებს მოიცავს.
მსოფლიო თასზე, საქართველოს ქალ რაპირით მოფარიკავეთა ნაკრები ისტორიაში პირველად მონაწილეობს.