26 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
არსებობს გამოხატვის თავისუფლება და არსებობს წესრიგის დაცვის მოვალეობა, თუ გამოხატვის თავისუფლება ცდება მართლზომიერების ფარგლებს, ეს მოითხოვს აღკვეთას და პასუხის გაცემას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან - მიხეილ სარჯველაძე

იურისტებისთვის არსებობს მარტივი რამ - არსებობს გამოხატვის თავისუფლება და არსებობს წესრიგის დაცვის მოვალეობა, რომელიც დაბალანსებული უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გამოხატვის თავისუფლება ცდება მართლზომიერების ფარგლებს, ამ შემთხვევაში, ეს მოითხოვს აღკვეთას და პასუხის გაცემას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება ჩარჩოებს ცდებოდეს. მისივე თქმით, ყველა კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტულ პირთა ქმედება ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

"რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში რა როგორ იყო, მიმდინარეობს სამართალწარმოებები და ყველასთვის გასაგები გახდება, სად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უამრავი სტანდარტი არსებობს და წინასწარი აჟიოტაჟების ატეხვა არ მგონია მართებული, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. გახსოვთ, რამდენიმე საქმე იყო, რომელზეც ძალიან ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, სტრასბურგს უთქვამს, რომ პოლიციის ქმედება იყო მართლზომიერი. ყოფილა განსხვავებული შემთხვევებიც, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ უნდა დაველოდოთ კონკრეტული, ინდივიდუალური შემთხვევის შეფასებას და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად, როდესაც ხდება კონკრეტული მოსაზრების გამოხატვა, პოლიტიკის კრიტიკა, იქ გაცილებით დიდია ამ შემთხვევაში დასაშვებობის ფარგლები, მაგრამ როდესაც მაგალითად, პიროვნული თავდასხმა, შეურაცხყოფის ტირაჟირება ხდება, ეს გასხვავებულ შეფასებას მოითხოვს.

ასევე მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ გამოხატვის დროს მაგალითად პოლიციის შეურაცხყოფა, ხულიგნობა, ასეთი გარემოებებიც შეუძლებელია უყურადღებოდ რჩებოდეს და მკვიდრდებოდეს, როგორც ნორმალური ქცევა. არ მგონია ეს თანამედროვე, ცივილიზებული, ნორმალური სახელმწიფოსთვის თავსებადი მოვლენა იყოს. ამიტომ ამას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება და ინდივიდუალირ შეფასებების დროს ვხედავთ ხოლმე, რომ წინასწარ გაკეთებული ძალიან ხმამაღალი განცხადებები მცდარი აღმოჩნდება ხოლმე," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თმით, მოქმედი კანონით არის განსაზღვრული კონკრეტული სტანდარტები, როდესაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და ჩარჩოები იყოს დადგენილი.

"არ მგონია, კანონი ცხადად და უალტერნატივოდ შეიძლება ადგენდეს, რომ საღაც კარვის დაშლაა კანონიერი და ან პირიქით. ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. გვახსოვს, რომ მათ შორის მოქმედი კანონითაც არის განსაზღვრული კონკრეტული სტანდარტები, როდესაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და ჩარჩოები იყოს დადგენილი. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება ისე დავგეგმოთ, რომ ყოველგვარი ჩარჩოებისთვის გაცდენის საჭიროება დგებოდეს დღის წესრიგში. მე ხშირად მეჩვენება, რომ ყურადრების მიქცევის მცდელობებია ეს ყველაფერი, რაც თავისთავად ლეგიტიმურია, მაგრამ არ შეიძლება ამ დროს საზღვრები ისე დაირღვეს, რომ წესრიგისთვის ხიფათის შემქმნელი გახდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები