26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ყველა სხვა მცდელობა არის ფაქტების მანიპულაცია და არასწორი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ის აქციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ოპონენტებს ფაქტების მანიპულაციაში ადანაშაულებენ. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ჯგუფები მიხეილ სააკაშვილის საკითხს, საკუთარი ამომრჩევლების გულის მოსაგებად იყენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული დაჯგუფებების მხრიდან ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნას, აქციების გამართვას თუ მაისურით სიარულს, რომელზედაც ეს ლოზუნგი აღბეჭდილი, 2 ფუნქცია აქვს: პირველი - ერთმანეთთან მიმართებაში ამ დაჯგუფებებმა უპირატესობა მოიპოვონ და ელექტორატში გაზარდონ საკუთარი პოპულარობა. მეორე - ეს შეიძლება იყოს მათი მხრიდან სიტუაციის გამწვავების მორიგი მცდელობა, იმიტომ, რომ რეალურად თემა არ აქვთ, რომელთა მიმართებაშიც შეუძლიათ სერიოზული წინააღმდეგობა შექმნან. საქმე გვაქვს ძალიან მარტივ შემთხვევასთან, როდესაც არის დამსახურებული მსჯავრი ჩადენილი დანაშაულებისთვის და ისეთი დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც სწორია რომ საპატიმრო დაწესებულებაში ეს ადამიანი იმყოფებოდეს, ასეთ ფონზე ყველა სხვა მცდელობა არის ფაქტების მანიპულაცია და არასწორი აჟიოტაჟების შექმნის მცდელობა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები