ზუგდიდის მერიამ ახალი სოციალური პროგრამა, "თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა" დაიწყო.
"ზუგდიდს პროგრამის განსახორციელებლად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა. ზუგდიდი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს ახორციელებს.
სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 835," - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.