26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული ჯაზშემსრულებელი მარკუს მილერი საქართველოში 15 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება

მსოფლიოში აღიარებული ჯაზ შემსრულებელი მარკუს მილერი საქართველოში 15 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ლეგენდარული შემსრულებლის მოსმენის საშუალება ქართველ და უცხოელ ჯაზის მოყვარულებს 29 ივლისს ექნებათ.

შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე მარკუს მილერის გარდა ისეთი ცნობილი შემსრულებლები დაუკრავენ, როგორებიცაა სოულ თრეინი და ბრუკლინ ფუნქ ესენშელი.

უცხოელ ჯაზშემსრულებლებთან ერთად ბათუმის ფესტივალზე სცენას ქართული როკ-ბენდიც დაიკავებს.

მსმენელთან შესახვედრად 9 წლის წინ შექმნილი ჯგუფი bedford falls ემზადება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოში უკვე მდეთექვსმეტედ ტარდება და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯაზის საღამოები მსმენელს ახალ ლოკაციაზე, სთეიჯ 17-ში ელის.

დღის ამბები