თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებამდე ადვოკატი მტკიცებულებების მოსაპოვებლად დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და სხდომა საათნახევრით გადადო. ბექა გრიგორიადისს სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 2 ივნისს დააკავეს.