შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე წაიქცა - ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთვა - თეთრი სახლის პრესანგარიშის მიხედვით, ბაიდენმა ქვიშის ტომარას წამოჰკრა ფეხი.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი თავს ამჟამად კარგად გრძნობს.