26 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ძირითადი სიახლეები შემდეგია - იარაღის სახეებად დაყოფის კრიტერიუმად განისაზღვრება იარაღის საერთო სიგრძე, მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრს არ აღემატება. ასევე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში სანადირო ხრახნილ ლულიანი იარაღის მესაკუთრე ვალდებული იქნება ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს აღნიშნული იარაღი.

ამასთან, პოლიციელს ენიჭება უფლება რეგისტრირებული იარაღების არსებობა შეამოწმოს პირის საცხოვრებელ ადგილზე, მისივე თანხმობით, თუმცა არაუმეტეს წელიწადში ოთხჯერ. ხოლო, თუ პირი არაა თანახმა იარაღების სახლში შემოწმებაზე, ის თვითონ უნდა წარადგინოს პოლიციაში. კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

დღის ამბები