თურქეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი ცნობით, ხვალ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პარლამენტში ფიცს დადებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ათათურქის მავზოლეუმს ეწვევა და უმასპინძლებს ვახშამს, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფოების მეთაურებისთვის იმართება.