26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.

ითქვა, რომ ქვეყნები წარმატებით ახორციელებენ მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის სხვადასხვა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს- ყურადღება დაეთმო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.

საუბარი შეეხო ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის - ბაქო-თბილისი-ყარსის სამშენებლო სამუშაოების სწრაფ ტემპში წარმართვის მნიშვნელობას. პრემიერმა აზერბაიჯანის დელეგაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია.

დღის ამბები