26 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეციალური მანქანით განახლდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეც მანქანით განახლდა. ავტომობილები, სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

"23 მაღალო გამავლობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა უნდა გადავცეთ მაღალმთიან რეგიონებს. პრიორიტეტულად იმ რეგიონებს სადაც ტურისტული სეზონი იწყება და მნიშვნელოვანია ახალი, თანამედროვე სტანდარტების და აღჭურვილობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილები ჰყავდეთ. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ გვეყოლება სრულად უზრუნველყოფილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები