26 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიშინიოვში მას შემდეგ გააკეთა, რაც დასრულდა ხუთმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიანი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

"ჩვენ განვიხილეთ საზღვრების დელიმიტაცია და სამშვიდობო შეთანხმება. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შემდეგი შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ბრიუსელში გაიმართება 21 ივლისს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაჟინებით ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები