26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ვაშინგტონი ანკარას რამდენიმე კვირიან ვადას აძლევს - შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი სწორედ თურქეთის პოზიციამ უნდა დაასრულოს

პუტინმა უკრაინა ვერ დაიპყრო, საკუთარ საზღვრებთან კი უფრო მეტ ნატოს იღებს. ფინეთის შემდეგ შვედეთის ჯერი დადგა, ვაშინგტონმა ანკარას მკაცრ ტონალობაში მოუწოდა, რამდენიმე კვირაში, სკანდინავიური ქვეყნის სამხედრო ალიანსში შესვლის პროცესი დაასრულოს და სტოკჰოლმს მწვანე შუქი აუნთოს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა შვედეთში ვიზიტისას ღია ტექსტით თქვა: "ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება".

ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტად მესამე ვადით არჩეულ ერდოღანს უთხრა, რომ შვედეთმა ყველა პრობლემა მოაგვარა, რომელიც თურქეთისთვის მიზეზი იყო ქვეყანა ნატოში დაებლოკა. ასეთი მიზეზები კი ანკარას ბევრი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ თურქეთის აზრით, შვედეთი იმ მებრძოლებს მფარველობს, რომელიც ანკარასთვის ტერორისტებად ითვლებიან.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ენტონი ბლინკენის მოთხოვნას ჯერ არ გამოხმაურებია, შვედეთი კი ამბობს, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, რასაც თურქ მეგობრებს დაჰპირდა. სტოკჰოლმი ანკარას აფრთხილებს, რომ თუ შვედეთი ალიანსის გარეთ დარჩა, ამით მხოლოდ ვლადიმერ პუტინი მოიგებს.

რაც შეეხება ვაშინგტონს, მას შვედეთის გასაწევრიანებლად ანკარაზე ზეწოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს, ერდოღანი წლებია 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ავიაგამანგურებლებს - "ეფ 16-ებს" ითხოვს, თუმცა გარიგებას ამერიკის კონგრესი ბლოკავს.

შტატების პრეზიდენტი ნატოს გაფართოებისა და სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის თემას ერთ კონტექსტში ხედავს, თუმცა სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ეფ-16-ების თემა კაპიტოლიუმის მთაზე უნდა გადაწყდეს.

დღის ამბები