26 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
სტატუსის მონიჭება ავტომატურად მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ევროკავშირის სტატუსის მონიჭება მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც მან მოლდოვაში, მედიასთან განაცხადა, ქვეყნის სურვილი და მოტივაცია, გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგს.

"თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ გაიზიარეს.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი და მოტივაცია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპას და ნატოს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები