ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ სამოცამდე სკოლის მოსწავლეს უმასპინძლა, რომლებმაც მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღეს.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა რომელმაც მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.