26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს - ლევან ბეჟაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის მოლდოვაში გაკეთებულ განცხადებას, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. 

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს:

"საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს. ჩვენ ვხედავთ ფრენების აღდგენას, საზღვაო გზების გახსნას, უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ყველა ეს ქმედება რუსეთს აძლევს ხელს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს. ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ლევან ბეჟაშვილი.

ბექა ლილუაშვილის თქმით კი,ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა.

"არ ვიზიარებ, დარწმუნებული ვარ აქ იგულისხმებოდა მხოლოდ მთავრობების შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის მას დღევანდელი ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე სივრცე, ალტერნატივა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის, გარდა დასავლური პერსპექტივისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. არ არსებობს მსგავსი რამ. თუმცა, ძალიან მძიმეა, როცა ომში მყოფ სახელმწიფოს იმდენად აქვს დამოკიდებულება გაფუჭებული შენს მთავრობასთან, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, როცა ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდნენ," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: "ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე"

დღის ამბები