26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა "ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე."

"იქნება ეს ისტორიული თუ ზოგადად, უახლოესი წარსულიდან გამომდინარე, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ წინსვლა ჰქონდეს, მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. ასე, რომ ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული. თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო ჯერ არ არის იმ დონეზე მზად, რომ ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველანაირად იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იგივე ეტაპზე, სადაც კანდიდატი ქვეყნები არიან. ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში, დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები