26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან - ლევან დიასამიძე

მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვის რესპუბლიკაშილევან დიასამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელ სამიტზე ძირითადი თემები იქნება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.

"მოლდოვაში სტარტს იღებს ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად. სამიტზე ასევე მონაწილეობს 50 ევროპული ქვეყნის ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ევროპაში არსებული გამოწვევების განსახილველად. ძირითადი თემები წლევანდელ სამიტზე იქნება ენერგეტიკა და უსაფრთხოების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან. ასევე მონაწილეობას მივიღებთ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე," - განაცხადა ლევან დიასამიძემ.

დღის ამბები