ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ვილნიუსის სამიტზე ექნებათ კონსენსუსი სრულფასოვანი წევრობისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის კავშირში გაწევრიანებისთვის საჭიროა ძლიერი, კონკრეტული და ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინელების უნარმა გაეწია რუსეთთან წინააღმდეგობა და მიეღწია ასეთი კონკრეტული შედეგისთვის.
"ვფიქრობ ყველა ჩვენგანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ომის დასაწყისიდანვე უკრაინელების უნარმა წინააღმდეგობა გაეწიათ და მიეღწიათ ასეთ კონკრეტული შედეგისთვის.
ეს გამოწვეულია უკრაინელების სტრატეგიით, სიჭკვიანით, სიმამაცითა და კარგად ორგანიზებული უნარით. მე ვიცი, რომ ისინი ძალიან ფრთხილად ამზადებენ ამ კონტრშეტევას და იმის უნარს, რომ ეს ომი თვეების განმავლობაში გააგრძელონ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ დროში ჩვენ გვექნება კონსენსუსი ვილნიუსის სამიტზე სრულფასოვანი წევრობისთვის. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი და კონკრეტული, ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.