26 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მოლდოვაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.

რემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

დღის ამბები