26 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი - ფონ დერ ლეიენი უკრაინაზე

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პირველად ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადება ბრატისლავაში უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არის ბრძოლა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის წინააღმდეგ.

"უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არის ბრძოლა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის წინააღმდეგ. პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის - დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებისთვის. აი, ამისთვის იბრძვის უკრაინა და ამის ჩახშობა სურს პრეზიდენტ პუტინს," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები