26 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
ევროპის 27-მა ელჩმა გითხრათ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ არის ევროპული ქცევა - პაატა მანჯგალაძე "ოცნებას"

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროპის 27 ქვეყნის ელჩმა "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები, ევროპული ქცევა არ არის.

მანჯგალაძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ევროპულად მოიქცნენ.

"თქვენ რას აკეთებთ? ყოველდღიურად ცდის დამოკიდებულებას რუსეთზე იმ იმედით, რომ ქართველი პურის სანაცვლოდ დათმობს თავისუფლებას. ევროპის 27 ელჩი მოვიდა. მათ შორის, მოვიდა უნგრეთის ელჩიც და გითხრათ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ არის ევროპული ქცევა. გინდათ ევროპა? მოიქეცით ევროპულად, რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები