საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა 2022-2023 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა. ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო "მეცისა" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ჟორჟ მიქაუტაძეს გადაეცა.
22 წლის ფეხბურთელს გამორჩეული სეზონი აქვს, მიქაუტაძე 23 გოლით ბომბარდირთა სიის სათავეშია, ქართველი შემტევის ანგარიშზეა ასევე 8 საგოლე გადაცემა.
ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში "მეცი" მეორე ადგილზე იმყოფება, გათამაშების ბოლო ტურში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, კლუბი მომდევნო სეზონში საფრანგეთის ლიგა ერთში იასპარეზებს.